ქართული ჩაი
გუნება
ჩვენ შესახებ
ქართული შავი ჩაი „გუნება“, არ შეიცავს ემულგატორებს და საღებავებს
ჩაი გუნება მოდის გურიაში კერძოდ სამივე მხარეში: ჩოხატაურში, ოზურგეთში და ლანჩხუთში. დასაქმებული გვყავს ადგილობრივი მაცხოვრებლები რაც საშუალებას გვაძლევს პირველივე წყაროდან მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ნაკლებადაა გაჯერებული სასუქით. პროდუქტი საბოლოო სახის მისაღებად, გადის მრავალ საათიან პროცედურებს, რომლებიც მიმდინარეობს, მხოლოდ ბუნებრივი პროცესებით. სპეციალური დანადგარების გამოყენება წარმოებას უფრო მოქნილს და სწრაფს ხდის თუმცა, იკარგება ჩაის ქართული არომატული გემო, ხარისხი და მისი უნიკალური თვისებები, შესაბამისად ჩვენ მივმართავთ მხოლოდ ბუნებრივ პროცესებს, რის შედეგადაც "გუნება" სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ქმნის სასიამოვნო განწყობას.
პირველ რიგში ჩაი იკრიფება “სამ ფოთოლში”, რის შემდეგ ხდება გაფენა სპეციალურ ფარნაგებზე და თავსდება მშრალ ადგილას ფოთლების ნაპირების ოდნავ მოჭკნობამდე. მორიგ ეტაპზე ხდება ჩაის ფოთლების დაგრეხვა, შემდეგ იშლება/იფინება ისევ სპეციალურ ფარნაგებზე, სადაც ხდება მისი მსუბუქად დატენიანება, თავსდება მშრალ და თბილ ადგილას გამოსაშრობად. თავიდაპირველად დაკრეფილი ჩაი არის ნედლი მწვანე ფერის და ყველა პროცესის გავლის შემდგომ ღებულობს შავ ფერს.
“გუნება” მალე თქვენს განებივრებას მწვანე ჩაის წარმოებითაც გააგრძელებს, რომელიც გაცილებით უფრო რთული ტექნოლოგიებით ხასიათდება. საქართველოში იშვიათად თუ მოიძებნება ბუნებრივი პროცესებით მწვანე ჩაის დამამზადებელი კომპანიები. აგრეთვე, ვგეგმავთ სხვა მცენარეებისგან გამოყვანილი ჩაის წარმოებას.
გახდი გუნების გუნდის წევრი
სათაო ოფისი
ლევან თიგიშვილის 3ა, თბილისი, საქართველო
